logo_geo
დემიკო ლოლაძე: ის აჟიოტაჟი, რაც ატეხილია კვარაცხელიას პერსონის ირგვლივ, არის დანაშაული ამ ბიჭის წინაშე!
- +

31 ივლისი. 2023. 15:19

 

 

ის აჟიოტაჟი, რაც ატეხილია კვარაცხელიას პერსონის ირგვლივ, არის დანაშაული ამ ბიჭის წინაშე!“ - განაცხადა მწერალმა, პუბლიცისტმა და ფოტოგრაფმა დემიკო ლოლაძემ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

უნდა ვაცადოთ ხვიჩას, რომ ითამაშოს ისეთ დონეზე და ისევე დაამახსოვროს ხალხს თავი, როგორც  ეს მესხმა, მეტრეველმა, იამანიძემ, ჩივაძემ, ყიფიანმა თუ სულაქველიძემ მოახერხეს და მერე დავწეროთ მასზე წიგნები თუ სიმღერები... მე რომ ფეხბურთელებზე მაქვს წიგნები გამოცემული, გამოვეცი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ სპორტსმენებმა ფეხბურთს თავი დაანებეს, ან საერთოდ, მათი გარდაცვალების შემდეგ, როცა ისტორია უკვე შექმნილი იყო. მე არ ვიცი როგორი ბუნების ბიჭია ხვიჩა, მაგრამ მე რომ მის ადგილზე ვიყო, ყველას ვთხოვდი - დამანებეთ თავი და მაცადეთ ფეხბურთის თამაში-თქო! როგორც ქართველი, ვამაყობ ჩვენი ბიჭის ასეთი წარმატებით, თუმცა ვთვლი, რომ მაინც ძალიან საფრთხილო და სარისკოა კარიერის დასაწყისში სპორტსმენზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა. ზომიერების შენარჩუნება აუცილებელია, რაც აბსოლუტურად დარღვეული აქვთ, პირველ რიგში, ქართველ კომენტატორებს...“ - აცხადებს დემიკო ლოლაძე.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=212247

 

big_banner
არქივი