logo_geo
დემიკო ლოლაძე ქართველ კომენტატორებს: არ არსებობს უფრო დიდი ქაჯობა, ვიდრე მიმბაძველობაა!
- +

31 ივლისი. 2023. 18:20

 

 

დემიკო ლოლაძეს ქართველი კომენტატორების მიერ წაყვანილი რეპორტაჟები არ მოსწონს და მოუწოდებს მათ, რომ არ მიბაძონ სხვა ქვეყნის კომენტატორებს. ქართული სპორტის მემატიანე „რეპორტიორთან“ საუბარში საიდუმლოსაც ამხელს და ამბობს, რომ ქართველი კომენტატორების გამო, ბოლომდე ჩაწეული ხმით უყურებს ხოლმე საფეხბურთო მატჩებს.

 

არა, არ მომწონს მა რეპორტაჟები! ეს საშინელება როგორ უნდა მომწონდეს?! ვურჩევ მათ, რომ მოძებნონ ძველი ჩანაწერები, როგორ მიყავდათ რეპორტაჟები ეროსის, კოტე მახარაძეს ან ჯამლეტ ხუხაშვილის... მოისმინონ როგორი პროფესიონალიზმი იდო თითოეულ მათ სიტყვაში! ვურჩევ თანამედროვე კომენტატორებს, ცოტა მეტი იკითხონ, ცოტა მეტად გაერკვიონ ფეხბურთის არსში, მის ისტორიაში და ისტერიისა და ყვირილის გარეშე წაიყვანონ რეპორტაჟები. ზოგჯერ ისეთ ხმაზე გაჰყვირიან, ბოლომდე დაწეული მაქვს ხოლმე ტელევიზორისთვის ხმა და ასე მიწევს მათ გამო მატჩების ყურება. ვურჩევ ასევე, რომ ნუ მიბაძავენ სხვა ქვეყნის კომენტატორებს, რეპორტაჟები წაიყვანონ ქართულად, რადგან არ არსებობს უფრო დიდი ქაჯობა, ვიდრე მიმბაძველობაა!“ - აცხადებს დემიკო ლოლაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=212247

 

 

big_banner
არქივი