logo_geo
გოგი ბიჭაშვილი შოვის ტრაგედიაზე: ეს ბინძური სპეკულაციები, ყოვლად უადგილო და ამორალურია
- +

6 აგვისტო. 2023. 15:11

 

 

ონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის გოგი ბიჭაშვილის თქმით, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეკულაციები ყოვლად უადგილო და ამორალურია. მისი თქმით, მავანნი ამ ტრაგედიის სარგებლობენ და საარჩევნოდ, ხელის მოთბობას ცდილობენ.

 

„წარმოუდგენელი ამბავი ხდება, მთელი ქვეყნისთვის ამ უმძიმესი ტრაგედიის დღეებში, ჩვენ გვასმენინებენ რაღაც გაუგონარ ტყუილებს, ბრალდებებს და შეთითხნილ ისტორიებს იმიტომ, რომ ვიღაცამ ამ ტრაგედიით ისარგებლოს და საარჩევნოდ ხელი მოითბოს. ის, რა ბრალდებებსაც ვისმენთ გარკვეული  ტელევიზიებით, მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა, ეს შოვის და შოველების შეურაცხყოფაა და რაც მთავარია, ეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და გარდაცვლილთა სულების შეურაცხყოფაა! სამაშველო ოპერაციები დაიწყო მაშინვე, როგორც კი ეს საშინელება დატრიალდა და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი წუთით, ჩვენი გმირი მაშველები არ გაჩერებულან! მათ გადაარჩინეს  უამრავი ადამიანი - ქალები, მოხუცები, ბავშვები და ახლა ეს ბინძური სპეკულაციები ყოვლად უადგილო და უბრალოდ ამორალურია“, - ამბობს ბიჭაშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=212586  

 

big_banner
არქივი