logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: შარლ მიშელის განცხადება, ერთი მხრივ, პოზიტიურია, მეორე მხრივ კი, აღრმავებს ევროსკეპტიციზმს
- +

30 აგვისტო. 2023. 14:02

 

 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ შარლ მიშელის მიმართვაში იკითხებოდა პოზიტიური გზავნილი, რომლის მიხედვითაც, ისინი საქართველოს მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ვადების ასეთი უკიდეგანო გადაწევა, ქართველ ხალხში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს და ეს ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას.

 

„ყველასთვის ცნობილია, რომ იმ სამ ქვეყანას შორის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო), რომლიდანაც ორი უკვე კანდიდატის სტატუსის მატარებელია, საქართველო, ევროპელებისავე შეფასებით, ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. სწორედ ამიტომ, ქართული საზოგადოება, ბუნებრივად და ობიექტურად მოელოდა შარშანაც და მოელის წელსაც აღნიშნული სტატუსის მიღებას. ანუ, შარლ მიშელის განცხადება, ერთი მხრივ, პოზიტიურია, მეორე მხრივ კი, როგორც უკვე გითხარით, აღრმავებს ევროსკეპტიციზმს და არის რუსული ნარატივით გაჯერებული. დააკვირდით, ვინ არის დღეს წინააღმდეგი, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? ეს არის რადიკალური ოპოზიცია და რუსეთის ფედერაცია! საბოლოო სიტყვა ევროკავშირზეა, ახლა მათი გადასაწყვეტია, რუსეთისა და რადიკალური ოპოზიციისთვის მისაღებ და ქართველი ხალხისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ - პირიქით!“ - აცხადებს დეპუტატი.

 

 

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელმა, ევროკავშირის გაფართოების წლად, 2030 წელი დაასახელა.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=213443

 

 

big_banner
არქივი