logo_geo
ფრიდონ ინჯია: თუკი სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს, იგი თავად უნდა გადადგეს თანამდებობიდან
- +

13 სექტემბერი. 2023. 16:09

 

 

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი მეორე დღეა ოპოზიციონერებთან მართავს შეხვედრებს, თუმცა, შეხვედრას არ ესწრებიან „ევროპელი სოციალისტები“, რომლებმაც თავიდანვე დააფიქსირეს პოზიცია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ. „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია „რეპორტიორთან“ საუბარში აცხადებს, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს, ასეთ შემთხვევაში ლოგიკური იქნება, პრეზიდენტი თავად გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

 

სალომე ზურაბიშვილს შეხვედრაზე არ მივუწვევივართ, რადგან ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს, ასეთ შემთხვევაში ლოგიკური იქნება, იგი თავად გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგანაც მან დაარღვია სახალხოდ დადებული ფიცი საქართველოს კონსტიტუციისადმი პატივისცემისა და მისი ყველა მუხლის განუხრელი შესრულების შესახებ. თუკი ეს ასე არ მოხდება, ზურაბიშვილი თავად არ დატოვებს პოსტს და იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე გავა, მაშინ ჩვენი გუნდი მის გადადგომას ხმას მისცემს. კონსტიტუციის დაცვის გარდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს გუნდური პრინციპით მოქმედება ასრულებს, სალომე ზურაბიშვილმა კი, უგულებელყო როგორც კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა, ისე გუნდური პრინციპით მოქმედების პოლიტიკური წესები. კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი არის გარანტი ერთიანობის. აქ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ერთიანობა და გუნდური პრინციპის ერთგულება იგულისხმება. იმ ხელისუფლებასთან გუნდური თანამშრომლობა, რომელმაც იგი პრაქტიკულად პრეზიდენტად მოიყვანა. აქვე ხაზს გავუსვამ ერთ დეტალს: თუკი ზურაბიშვილი ფიქრობდა, რომ არაფერს აშავებდა და არაფერს არღვევდა, რატომ გაემგზავრა ევროპაში პირადი სახსრებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტით?! ამ ნაბიჯით, მან თავად დაამტკიცა, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე შეგნებულად წავიდა, მაგრამ მის მიმართ, დამატებით, სისხლის სამართლის საქმეც რომ არ აღძრულიყო, სახელმწიფო ხარჯებით გამგზავრება არ გარისკა“,  - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=214090

 

 

big_banner
არქივი