სირიის ქალაქ რას-ელ-აინში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი, მათ შორის, სამი თურქი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ jagran.com იუწყება.
ინფორმაციის მიხედვით, ბლოკ-საგუშაგოს სიახლოვეს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ტერაქტის დროს საგუშაგოზე თურქი სამხედროები და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციური ძალები იმყოფებოდნენ.
თურქეთი თავდასხმაში ქურთთა მუშათა პარტიას ადანაშაულებს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.