ანალტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დილიდან სოფლის სასაფლაოსთან კრიმპოლის ეკიპაჟი მორიგეობს... მიუხედავად გამოცხადებული შეზღუდვისა, ისე, ყოველი შემთხვევისთვის საფლავებთან მოხვედრის სურვილით, ტერიტორიაზე შეიმჩნევა ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ნაკადი. დელეგატიც შეირჩა მათ რიგებში, მიუახლოვდა პოლიციელს, მიესალმა და იკითხა: "რაო, საერთოდ არ შეიძლებაა?"...
პოლიციელმაც უპასუხა, არც არანაირი პრობლემა არ იქნებოდაო, დანამდვილებით რომ გვცოდნოდა, რომ ახვიდოდით საფლავზე, სამგზის აღდგომის ტროპარს იტყოდით, იმ წმიდანის ტროპარ/კონდაკს წაიკითხავდით, ვის სახელსაც ატარებდა თქვენი მიცვალებული და მობრუნდებოდით სახლში...
პაუზა.
სოფლელებთან მიბრუნებულმა დელეგატმა, კითხვაზე - "რაო, რა გითხრა?" - არაო, არ შეიძლებაო შესვლა, ეგრე მიპასუხაო...
ქრისტე აღსდგა, მართლმადიდებელნო!“, - წერს ქართველიშვილი.