იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 95% „დელტა“ ვარიანტზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ 22 ივნისის მდგომარეობით, „დელტა“ ვარიანტზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 22.7% მოდიოდა.
„ახლა უკვე დომინანტური „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელება შეესაბამება ევროპულ მონაცემებს. აუცილებელია შემთხვევების სისტემატური მონიტორინგი და ვაქცინაციის ციკლის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“, - ნათქვამია იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში.