„მერაბიშვილი ციხიდან დროზე ადრე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვა, თუკი გამოძიებას სააკაშვილის წინააღმდეგ კონკრეტულ ჩვენებებს მისცემს", - ისაუბრა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ.
„ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავასგან განსხვავებით, ციხეში არა ეკონომიკური, არამედ გაცილებით მძიმე დანაშაულებისათვის ზის და მისი გამოშვება ასე ადვილად ვერ მოხდება!
მერაბიშვილი ციხიდან დროზე ადრე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვა, თუკი გამოძიებას სააკაშვილის წინააღმდეგ კონკრეტულ ჩვენებებს მისცემს და, მაგალითად, გაშიფრავს იმ საქმეებს, როგორ და სად მოხდა ნაძარცვი მილიარდების გატანა!
საერთოდ, ამ ხელისუფლების ძირითადი საზრუნავი ის უნდა იყოს, რომ ნაცებს ნაძარცვი მილიარდები უკან დააბრუნებინოს და ქართველ ხალხს მოახმაროს!", - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.