logo_geo
მამუკა კარტოზია: ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას სტრატეგიული შეცდომა და ოპოზიციას საბაბი არ უნდა მისცეს ქუჩაში გამოსავარდნად
- +

24 ივლისი. 2023. 14:41

 

 

ისტორიკოს მამუკა კარტოზიას განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ, რადგან, მისი თქმით, არჩევნების წინა პერიოდი იქნება ყველაზე დაძაბული, მითუმეტეს, რადიკალური ოპოზიციისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

 

„რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს ძლიერი ლობი ქვეყნის გარეთ, აქვს ფინანსური რესურსი და მისგან „მეიდანიზაციის“ მცდელობა გამორიცხული არაა, თუმცა, სახელმწიფო გადატრიალებას სერიოზული მომზადება, ფინანსები და რაც მთავრია ხალხის მასა სჭირდება, დღევანდელ ოპოზიციას კი, სახელმწიფო გადატრიალების თავი არ აქვს, ამის მაგალითად მარტის მოვლენებიც კმარა, როცა მცდელობის მიუხედავად, მათ არ ეყოთ არც გამოცდილება, არც გონება, არც ძალა და არც ხალხის მხარდაჭერა, მიეღწიათ იმისთვის რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოდუნდეს, თვითკმაყოფილებას მიეცეს და აღარაფერი მოიმოქმედოს. ხელისუფლება უნდა ეცადოს, არ დაუშვას სტრატეგიული შეცდომა და საბაბი არ მისცეს მათ ქუჩაში გამოსავარდნად“, - აცხადებს მამუკა კარტოზია „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=211922

 

 

big_banner
არქივი