logo_geo
მიხეილ ჟღენტი: ის, რაც დღეს უკრაინისა და საქართველოს თავს ხდება, დაცლილია ყოველგვარი ლოგიკისაგან
- +

17 ივლისი. 2023. 09:39

 

 

ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ წევრი მიხეილ ჟღენტი 11-12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტს აფასებს და ამბობს, რომ ის, რაც დღეს უკრაინისა და საქართველოს თავს ხდება, დაცლილია ყოველგვარი ლოგიკისაგან.

 

ევროპისა და NATO-ს შიზოფრენიამ უკვე პიკს მიაღწია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს კიდევ არ არის ბოლო სტადია. ჩვენ რომ დღევანდელი მდგომარეობა შევაფასოთ, ურიგო არ იქნებოდა, ფსიქიატრების დასკვნებიც მოგვესმინა და ალბათ, ძალიან საინტერესო სურათსაც მივიღებდით. საქართველოს კოლექტიური დასავლეთი გამუდმებით დასცინის და ეს რეალობა ასეთია ჯერ კიდევ 1992 წლიდან. საქართველოს და უკრაინას მათ მიანიჭეს რუსეთის დამშლელის როლი. მერწმუნეთ, არავინ, არასდროს უკრაინის და ჩვენს NATO-ში მიღებას არ აპირებდა, ეს ორი საბრალო ქვეყანა დაშლისთვის გაწირეს და ეს კარგად გამოჩნდა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროიდან. ჩვენი ანტირუსული განწყობა აშშ-ის მიერ იყო თავსმოხვეული, რომელსაც აფხაზეთის ავანტიურა და მისი დაკარგვა მოჰყვა. ხმამაღლა ვაცხადებ; აფხაზეთი დაგვაკარგინა აშშ-მა ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის ხელით. უკვე მეორედ 08.08.08-ში მოუსინჯა კბილი დასავლეთმა რუსეთს და რაც მოხდა, ყველამ კარგად დავინახეთ, ტანგოს მესამე ნაწილი კი, ახლა იწყება... ბუქარესტის სამიტსა და „MAP-ზე მეტზე“ სერიოზული საუბარი ჩვენი მკითხველის შეურაცხყოფა იქნება, ამიტომ არაფერს ვიტყვი, რაც შეეხება უკრაინას, ვწუხვარ, მაგრამ ეს ქვეყანა, როგორც სუბიექტი, აღარ არსებობს, ის NATO-რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად იქცა. სამწუხაროდ, ეს არჩევანი გააკეთა უკრაინის ხელისუფალმა და ხალხის ნაწილმა“, - აცხადებს მიხეილ ჟღენტი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=211534

 

 

big_banner
არქივი