logo_geo
მამუკა კარტოზია: დაბალანსებული პოლიტიკაა საწარმოებელი, ერთი მხრივ კოლექტიურ დასავლეთთან, მეორე მხრივ კი, აღმოსავლეთთან
- +

24 ივლისი. 2023. 12:40

 

 

„კარგია NATO-ს და ევროკავშირის ძახილი, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ იქ არავის უნდიხარ იქ და იქნებ მოვიდა დრო, სხვა ალტერნატივები ვეძებოთ?!“ – განაცხადა „რეპორტიორთან“ ინტერვიუში პროფესორმა მამუკა კარტოზიამ. მისი თქმით, თანამშრომლობის გზები შესაძლოა გამოინახოს „ბრიქსთან“ და კიდევ სხვა გაერთიანებებთანაც.

 

„მათთანაც ხომ შეიძლება თანამშრომლობა... ჩვენ აუცილებლად უნდა გავძლიერდეთ რეგიონალურ ჭრილში, რადგან სამწუხაროდ საქართველომ დაკარგა რეგიონალური ლიდერის პოზიცია. აზერბაიჯანმა და მისმა ლიდერმა, თავისი მოქნილი პოლიტიკით, ხელში აიღეს კავკასიაში ლიდერის პოზიცია, არადა ეს პოზიცია, ისტორიულად ყოველთვის ჩვენ გვეჭირა. ძალიან კარგია და თვალშისაცემი ირაკლი ღარიბაშვილის გააქტიურება, საზღვარგარეთ ვიზიტები, მაგრამ ეს არაა საკმარისი, დაბალანსებული პოლიტიკაა საწარმოებელი, ერთის მხრივ კოლექტიურ დასავლეთთან, მეორეს მხრივ კი, აღმოსავლეთთან, ირანთან, თურქეთთან, და რუსეთთან“, - აცხადებს კარტოზია.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=211922

 

 

big_banner
არქივი