logo_geo
ბექა დავითულიანი პრემიერის ჩინეთში ვიზიტზე: საქართველომ შეიძლება უდიდესი ბენეფიტები მიიღოს
- +

30 ივლისი. 2023. 11:19

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი აფასებს. როგორც ის „რეპორტიორთან“ საუბარში ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სტუმრობა, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

 

„პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩინეთი თანამედროვე სამყაროს ერთ ერთი გამოკვეთილი ლიდერია და ურთიერთობები ჩინეთთან ამ თვალსაზრისითაა უმნიშვნელოვანესი, მეორე რიგში, ესაა აბრეშუმის გზა... იმ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი რეგიონი და მთლიანად მსოფლიო, ეკონომიკური კავშირების გამყარების თვალსაზრისით, ჩინეთს უდიდესი როლი უჭირავს, ამ კონტექსტში კი, საქართველომ შეიძლება უდიდესი ბენეფიტები მიიღოს; მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება აქვს ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც. ერთის მხრივ, ჩინეთისთვის მსყიდველობითი თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის ბაზარი, მეორეს მხრივ კი, ევროპისთვისაა მნიშვნელოვანია ჩინური პროდუქციის მიღება. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამ ორ ბაზართან დაამყაროს კონტაქტები, როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მქონე ქვეყანამ და იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც ამ ორ გიგანტურ ბაზარს ერთმანეთს დააკავშირებს (რა თქმა უნდა, იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რა მასშტაბიც აქვს ჩვენს ქვეყანას). აქედან გამომდინარე, სამივე ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ურთიერთობებს დიდი პერსპექტივა აქვს! თუმცა, აქვე უნდა დავაზუსტო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური მიზანი რჩება უცვლელი, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში და გავხდეთ ნატოს წვერი ქვეყანა“, - აცხადებს დავითულიანი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=212215

 

 

big_banner
არქივი