logo_geo
ნუგზარ რუხაძე: ჟურნალისტებს ვურჩევ, არ იყვნენ ანგაჟირებულნი და მაყურებელს უბრალოდ მოუყვნენ ახალი ამბები
- +

9 ივლისი. 2023. 13:46

 

 

„კარგი ჟურნალისტი საკუთარ მაყურებელთან, პირველ რიგში უნდა იყოს მართალი და ბუნებრივი“, - დამწყებ ჟურნალისტებს რჩევას ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ნუგზარ რუხაძე აძლევს. როგორც „რეპორტიორთან“ ინტერვიუში  რუხაძე აცხადებს, როგორც ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ყველანაირი პრანჭვის გარეშე ესაუბრება მეორე ადამიანს, ზუსტად ისე უნდა ესაუბროს ჟურნალისტი მაყურებელს.

 

„თუმცა, მხოლოდ ბუნებრივობა ვერ გიშველის, თუ არ გაქვს ცოდნა, თუ თავად არ ხარ ინფორმირებული და არ გაქვს შესაბამისი განწყობა სამყაროსადმი. აი, კონკრეტულად „სთენდ-აფს“ კი, პატარა სცენიურობა და არტისტიზმი სჭირდება, ყველაზე დიდი სცენიურობა კი, ის არის, როცა ვერავინ გამჩნევდეს, რომ სცენაზე დგახარ! ჟურნალისტი უნდა მოსწონდეს პუბლიკას, რადგან თუ არ მოსწონხარ მაყურებელს, ის უბრალოდ გადართავს სხვა არხზე და არ გიყურებს. ქართული ტელევიზია კომერციულად მომგებიანი არაა, აი, აშშ-ში კი, ახალი ამბები ძალიან ძვირად იყიდება  და რაც უფრო კარგად გადმოსცემს ტელეწამყვანი ახალ ამბებს, მით უფრო მაღალია მისი ფასი იმიტომ რომ, საინფორმაციო გამოშვებას მოჰყვება რეკლამა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ქართველ ჟურნალისტებს ვურჩევ, არ იყვნენ ანგაჟირებულნი და მაყურებელს უბრალოდ მოუყვნენ ახალი ამბები. ვფიქრობ, პატივი უნდა ვცეთ მსმენელის, მაყურებლისა თუ მკითხველის ინტელექტს, რომ მათ თავად დავუტოვოთ დასკვნის გამოტანის საშუალება“, - აცხადებს ნუგზარ რუხაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=211219

 

 

big_banner
არქივი