logo_geo
ირინა ნიკოლაიშვილი: ბავშვისთვის ბაღში სიარული აუცილებელია!
- +

27 აგვისტო. 2023. 09:57

 

 

ბავშვთა ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი „რეპორტიორის“ მეშვეობით ბაღის ასაკის ბავშვების მშობლებს რჩევებს აძლევს. როგორც ფსიქოლოგი აცხადებს, ბაღში სიარული ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან ეს არის პირველი სოციუმი, სადაც ის სწავლობს თვითდამკვიდრებას.

 

ბაღში სიარული ერთმნიშვნელოვნად, აუცილებელია! ბაღი არ არის მხოლოდ ის გარემო, სადაც ბავშვი თამაშობს, ან გარემო, სადაც მშობელს უბრალოდ შეუძლია დროის გარკვეულ მონაკვეთში უსაფრთხო ხელში დატოვოს შვილი. ბაღი ეს არის სოციუმი, რომელშიც ბავშვი გადის სოციალიზაციას, ანუ, სადაც ის სწავლობს თვითდამკვიდრებას, თავისი აზრის გატარებას, სხვისი აზრის მიმღებლობას, სოციალურ ქცევას და ჯგუფის წევრობას. მას ბაღში უწევს ისეთი საქმიანობის შესრულება, რომლის შესრულებაც, დროის იმ მონაკვეთში, შეიძლება, სულაც არ სურდეს. იღებს ისეთ საკვებს, რაც მას შეიძლება სულაც არ უყვარდეს, ან უწევს ზეიმში მონაწილეობის მიღება, რაც, ასევე, შეიძლება სულაც არ უხაროდეს. ანუ, ის ექცევა ისეთ გარემოში, როგორი გარემოც, მერე ცხოვრებაშიც შეხვდება, ჩვენც, დიდებსაც ხომ გვიწევს ისეთი საქმიანობის შესრულება, რაც შეიძლება სულაც არ გვსურს, მაგრამ ვალდებულნი ვართ... ანუ, ბაღი, ეს არის ის ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს ბავშვმა, რათა მან დაიწყოს არამარტო დადებითი, არამედ რაღაც უარყოფითი სიტუაციების დაძლევაც, რომ მოემზადოს ცხოვრებისთვის! ბავშვისთვის ადვილი არ არის მშობელთან პირველი განშორება, ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ მშობლებს, ამ დღისთვის მოამზადონ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მოემზადონ თავადაც“, - აცხადებს ირინა ნიკოლაიშვილი „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=213329

 

big_banner
არქივი