logo_geo
გოგი ბიჭაშვილი: ადგილობრივები იმედს არ ვკარგავთ, რომ მოხდება სასწაული და ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების პოვნაც მოხერხდება
- +

6 აგვისტო. 2023. 13:12

 

 

ონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებლის ყოფილი მოადგილე გოგი ბიჭაშვილი ტრაგედიის დღეს შოვში იმყოფებოდა და „რეპორტიორთან“ საუბარში მომხდარის დეტალებს იხსენებს. გოგი ბიჭაშვილის თქმით, შოვში უმძიმესი ვითარებაა და სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ერთი წუთითაც არ წყდება.

 

„მაშველები ძალებს არ იშურებენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული ადამიანები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ,  სულ ცოტა ხნის წინ, სამაშველო ოპერაციაში მაშველი ძაღლებიც ჩაერთნენ. ადგილობრივები იმედს არ ვკარგავთ, რომ ცხედრების გარდა, მოხდება სასწაული და ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების პოვნაც მოხერხდება. შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკა დიდი რაოდენობითაა ჩართული, თუმცა, პერიოდულობით მათი რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება, რათა მაშველებმა მოიცვან მაქსიმალური ტერიტორია. როგორც იცით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან სამხედროებიც“, - ამბობს ბიჭაშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=212586  

 

 

big_banner
არქივი