logo_geo
ლაშა ხოზაშვილი დაუგეგმავი როლის შესრულების შესახებ: საოცარი შეგრძნება იყო, საოცარი თავგადასავალი
- +

16 ივლისი. 2023. 14:40

 

 

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ბალერონი ლაშა ხოზაშვილი „რეპორტიორთან“ საუბარში გასულ სეზონს აფასებს და ამბობს, რომ კოვიდ-პანდემიის დასრულების შემდეგ, ეს იყო პირველი სრულფასოვანი სეზონი, რომელიც დახუნძლული იყო სიახლეებითა და ახალი სპექტაკლებით,

 

„მართლაც ძალიან კარგი სეზონი იყო, კოვიდ-პანდემიის შემდეგ სცენას დიდი შემართებით და რაც მთავარია, ნიღბების გარეშე დავუბრუნდით. მძიმე სეზონი იყო, უამრავი სპექტაკლი, ახალი პარტნიორები... შევასრულე მოულოდნელად გამოჩენილი როლებიც, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, თუმცა, ამავე დროს, ძალიან დიდი აზარტიც... გავიხსენებ შემთხვევას, როცა 5-7 წუთში მომიწია როლის მორგება. „მაკნატუნაში“ სხვადასხვა დღეს, ოთხ სხვადასხვა როლს ვასრულებ ხოლმე. გახსნითი სპექტაკლი როცა წარმოვადგინეთ, მე არაბულს ვცეკვავდი, სპექტაკლი უკვე დაწყებული იყო, როცა ჩემი პარტნიორი მოვიდა და მითხრა, კოსტიუმი მოაქვთ და გარკვეული გაუთვალისწინებელი მოვლენის გამო, სრულიად სხვა პარტიის შესრულებაც მოგიწევსო. ისიც კი არ ვიცოდი, ვინ იქნებოდა ჩემი პარტნიორი, მივედი ამ გოგონასთან და იმ დროს, როდესაც სულ ერთი წუთიღა იყო დარჩენილი, იქვე კულისებში რამდენიმე ილეთი შევასრულეთ და სცენაზე გავედით. საოცარი შეგრძნება იყო, საოცარი თავგადასავალი“, - აცხადებს ლაშა ხოზაშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=211522

 

 

big_banner
არქივი