აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სუპერბოულში გამარჯვება შეცდომით სხვა შტატს მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „The NEw York Times“ ავრცელებს.
„ვულოცავ „კანზას-სიტის“ შესანიშნავ თამაშს და კოლოსალური ზეწოლის ფონზე, ფანტასტიკურ აღორძინებას. თქვენს კანზასის შტატს და მთელ აშშ-ს წარმოადგენდით. ჩვენი ქვეყანა თქვენით ამაყობს“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.
თუმცა, საქმე ისაა, რომ ამერიკული ფეხბურთის გუნდი „კანზას-სიტი“ არა კანზასის შტატში, არამედ მისურის შტატის ქალაქ კანზას-სიტიში მდებარეობს. სავარაუდოდ, ტრამპმა ან მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, შეცდომა მალევე აღმოაჩინეს და ჩანაწერი წაშალეს, თუმცა ინტერნეტ-მომხმარებლებმა მისი დაკოპირება მოასწრეს.