იტალიაში კორონა ვირუსით გარდაცვალების რაოდენობამ ორდღიანი კლების შემდეგ, კვლავ მოიმატა და ბოლო 24 საათში 743 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამგვარად, გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 6820 ადამიანს შეადგენს.
„გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 894 ადამიანით მოიმატა და 8326 შეადგინა“, - განაცხადა ბორელიმ, რაც, მისი თქმით, ორშაბათის მაჩვენებელთან შედარებით, ორმაგი ზრდაა.
ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 54030 ადამიანი.