„თბილისში წყალდიდობის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა გავხსენით", - ისაუბრა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. როგორც თავად აღნიშნა, ეროვნული ბიბლიოთეკა უდროოდ წასული ნიჭიერი ახალგაზრდების უკვდავყოფას ცდილობს. ამის ნათელი მაგალითი კი, ივლიტა ჯიბუტისა და ირაკლი ლოლაძის სახელობის ბიბლიოთეკების გახსნა გახლავთ.
„ვცდილობთ, უკვდავყოთ უდროოდ წასული ნიჭიერი ახალგაზრდების სახელები. სწორედ ამიტომ, ჩოხატაურში, „გურია ნიუსის" ოფისში გავხსენით თბილისში წყალდიდობის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა.
ხრეითში გავხსენით ახალგაზრდა ჟურნალისტის ირაკლი ლოლაძის სახელობის ბიბლიოთეკა. წიგნებს უცხოეთშიც ვაგზავნით, უნდა ვაჩვენოთ მათ, რა დიდი კულტურის ერი ვართ", - აღნიშნა ინტერვიუში გიორგი კეკელიძემ.