მალიში მომხდარ აფეთქებას გაეროს შვიდი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა, ხოლო სამი - მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ მალიში გაეროს მისია ავრცელებს.
აფეთქების მიზეზი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. ინციდენტი იმ რაიონში მოხდა, სადაც „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული დაჯგუფებები მოქმედებენ. პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.