logo_geo
ირაკლი გოგავა: შევეცდები ავხსნა, რატომ ჩაერია რუსეთი სირიის კონფლიქტში
- +

19 დეკემბერი. 2016. 03:24



საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგავამ ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში, სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და მასში რუსეთის მონაწილეობის მიზეზები განმარტა.


„შევეცდები ავხსნა, რატომ ჩაერია რუსეთი სირიის კონფლიქტში.  რეალობა არის ის, რომ რუსეთი იცავს საკუთარ ინტერესებს, გაზპრომს და მის მონოპოლიურ მდგომარეობას ევროპის ბაზარზე. თუ მოხდება ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა, მაშინ ყატარის გაზი გაზსადენით გაივლის თურქეთის ტერიტორიას, მოხვდება თურქეთში და თურქეთის სანუკვარი მიზანი, რომ გახდეს ევროპისთვის ბუნებრივი აირის  ჰაბი, რეალიზებული იქნება. მას ყატარიდანაც ექნება გაზსადენი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფასები ევროპაში მკვეთრად დაეცემა, გაზპრომს შემოსავალი შეუმცირდება და ევროპაზე პოლიტიკური ბერკეტები დაიკარგება. პუტინი ცდილობს, არ დაუშვას ყატარის გაზის ექსპორტი და განახორციელოს ალტერნატიული პროექტი ირანთან და სირიასთან ერთად.

 

რაც შეეხება თურქეთს, ის თავიდანვე იყო მონაწილე ანტისირიული კოალიციისა და დღესაც რჩება, თუმცა ერდოღანის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მცდელობამ გააჩინა გარკვეული შიშები და ისინი იძულებულნი არიან რუსეთთან გარკვეულ პოლიტიკურ ფლირტზე წავიდნენ. სავარაუდოდ ეს ფლირტი დიდხანს ვერ გასტანს, რადგან არ არსებობს სტრატეგიული საფუძველი ამ ორი ქვეყნის მეგობრობის. თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ერდოღანმა იგრძნო საფრთხე დასავლეთიდან, კერძოდ კი აშშ-დან, რომელიც სავარაუდოდ ჩართული იყო მის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში", -განაცხადა ირაკლი გოგავამ.




 

big_banner
არქივი