logo_geo
გურამ მაჭარაშვილი; სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი არათუ არ იზრდება, დღითიდღე კლებულობს!
- +

19 ნოემბერი. 2023. 20:00

 

 

ერთადერთი, რაც შეიძლება სალომე ზურაბიშვილს ამოძრავებდეს, ეს მისი განულებული რეიტინგის მაღლა აწევა და, საზოგადოების ყურადღების ცენტრში როგორმე საკუთარი პერსონის მოქცევაა“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული „ლე მონიდსთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. მისი თქმით, რეალურად მან ძალიან კარგად იცის, თუ რა როლი და ფუნქცია აქვს ბიძინა ივანიშვილს საქართველოში და, ისიც მშვენივრად უწყის, რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გაცნობიერებული ივანიშვილის ამ დადებითი როლის შესახებ

 

„ქალბატონმა პრეზიდენტმა სწორედ ამიტომ აირჩია ასეთი პიროვნება დაუმსახურებელი, უსამართლო და ბინძური ცილისწამების სამიზნედ, რომ იცოდა, მხოლოდ ასე თუ მოექცევა იგი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში. შეიძლება ითქვას, რომ მან მიზანს ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, თუმცა ამ გასროლით მოპოვებული პოპულარობა ძალიან მოკლევადიანი გამოუვიდა, რადგან მისი რეიტინგი არათუ არ იზრდება, დღითიდღე კლებულობს!“ - განაცხადა მაჭარაშვილმა „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=219007

 

 

big_banner
არქივი