logo_geo
მანანა ვახტანგაძე: ჟურნალი „კვალი“ თავის სათქმელს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად იტყვის
- +

30 ნოემბერი. 2023. 09:37

 

 

ჟურნალ „კვალის“ მთავარი რედაქტორის მანანა ვახტანგაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ დღეს უამრავი ტელევიზია, საინფორმაციო სააგენტო და სოციალური ქსელები არსებობს, ჟურნალ-გაზეთებს საკუთარი ფუნქცია არ დაუკარგავს და მისი ჟურნალის მეშვეობით, ის შეეცდება მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც ისტორიის დაცვა ჰქვია.

 

„ყველამ ჩვენი პატარა წვლილი უნდა შევიტანოთ ამ დიად საქმეში, რასაც ისტორიის გაყალბებისგან დაცვა ჰქვია და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. სოციალური ქსელები, „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ ისტორიას არ შემორჩება, ბეჭდვითმა მედიამ კი, უამრავი გამოწვევა გადალახა და თავისი ფუნქცია არ დაკარგა! გონიერი ხალხი, ვისაც ქვეყნის ბედ-იღბალი აინტერესებს, ბეჭდვით მედიას ისევ ეცნობა და სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს, რომ ფინანსური კრიზისისა და ვალების მიუხედავად, მისი ახალი ნომერი მაინც გამოვცეთ ხოლმე. ჩვენმა ჟურნალმა შეიძლება დესტაბილიზაციის მოსურნე და „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი ახალგაზრდები არ დააინტერესოს, მაგრამ ის თავის სიტყვასა და სათქმელს საქართველოს ისტორიაში, აუცილებლად იტყვის. „კვალი“ უკვალოდ არ გაქრება, „კვალის“ კვალი აუცილებლად შემორჩება ისტორიას!“ - ამბობს მანანა ვახტანგაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=219606

 

 

big_banner
არქივი