logo_geo
ედიშერ გვენეტაძე: თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საფრთხე დგებოდა
- +

20 დეკემბერი. 2023. 15:09

 

 

„საქართველომ ვეყნის ხელისუფლების დამსახურებით მიიღო ის სტატუსი, რომლის მეშვეობითაც თავიდან იქნა აცილებული ის დიდი უბედურება, რომელიც გარეშე  ძალების მეშვეობით, შინაურ „მეხუთე კოლონას“ ჰქონდა ჩაფიქრებული, - აცხადებს იტორიკოსი ედისერ გვენეტაძე. როგორც ისტორიკოსმა „რეპორტიორს“ განუცხადა, თუკი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველო არ მიიღებდა, მაშინ ქვეყანაში დღის წესრიგში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საფრთხე დგებოდა.

 

ამ ყოველივეს „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლები არც მალავდნენ, ისინი სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღებამ შეაჩერა! კანდიდატის სტატუსი ჩვენმა სახემწიფომ, ქვეყნის ხელისუფლების დამსახურებით ღირსეულად მიიღო... თუკი დამაკონკრეტებინებთ რას ნიშნავს ღირსეულად მიღებაო, აგიხსნით, რომ ეს ცალ ფეხზე ხტომისა და „ასკინკილას“ გარეშე მის მიღებას ნიშნავს. ღირსების მაგალითად, ბატონი პრემერ-მინისტრის პრესკონფერენციაც შგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც მან ბატონ ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართა და სადაც მან საქართველო როგორც ჭეშმარიტად სურვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოაჩინა, რომელიც უპირველეს ყოვლისა დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვის და შემდეგ იმ კავშირისაკენ, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=220959

 

 

big_banner
არქივი