logo_geo
დერმატოლოგი: ვურჩევ ქალბატონებს, არ შეარჩიონ ზედმეტად ცხიმოვანი კოსმეტიკური საშუალებები და არ დაიხშონ ფორები
- +

3 დეკემბერი. 2023. 13:50

 

 

„ზრდასრულ ასაკში იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია აკნეს წარმოქმნა, შესაძლოა რიგი სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვა გახდეს აუცილებელი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ის შესაძლოა სხვადასხვა დაავადებებმა გამოიწვიოს, მათ შორის გინეკოლოგიურმა თუ ენდოკრინოლოგიურმა ფაქტორებმა“, - ასე ახასიათებს დერმატოლოგი ქეთი ფაცურია ზრდასრულ ასაკში წარმოქმნილ აკნეს და ამბობს, რომ უნდა მოხდეს პაციენტის სრულფასოვანი კვლევა, რათა გამოირიცხოს ეს ფაქტორები და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

 

„ზრდასრულ ასაკში აკნეს გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს გენეტიკური წინასწარგანწყობა, კანის ტიპი თუ არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები. ქალბატონებს ვურჩევ გაითვალისწინონ, რომ არ შეარჩიონ ზედმეტად ცხიმოვანი კოსმეტიკური საშუალებები და არ დაიხშოს ფორები, რადგან ეს შემდეგ შესაძლოა აკნეს წარმოქმნის წინაპირობად იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ აკნე სეზონური დაავადება არ არის, ჭარბმა ინსოლაციამ შესაძლებელია ცხიმოვანი ჯირკვლების გამოყოფის სტიმულაცია მეტად მოახდინოს. ამიტომ, ვინ მზეზე დიდხანს ყოფნის მოყვარულია, უმჯობესია, ეს ფაქტორი გაითვალისწინონ. რომ მოხდეს სახის კანის დაცვა მზის მავნე, ულტრაიისფერი სხივებისგან, SPF-ის გამოყენება აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვისაა რეკომენდებული, თუმცა, მათი გამოყენება ორმაგად აუცილებელია ადამიანებისთვის, ვისაც აკნესკენ აქვთ მიდრეკილება“, - აცხადებს ქეთი ფაცურია „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=219715

 

 

big_banner
არქივი