logo_geo
გია აბაშიძე: უმთავრესი, რის გამოც ევროპა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, ეს სამართლიანობის ფაქტორი იქნება
- +

14 დეკემბერი. 2023. 18:08

 

 

შარშან, როცა ევროპელებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს და კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, ჩვენ მალევე ვიხილეთ არაერთი ევროპელი ლიდერის სინანული ამასთან დაკავშირებით“, - ასე იხსენებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ გასულ წელს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას. მისივე თქმით, საქართველო ევროპისთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ევროპა საქართველოსთვის, ამდენად, ის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერ შეფერხებას კრემლის პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებდა, ნათელია.

 

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მოსკოვის ფაქტორიცაა. ვაზუსტებ, ერთ-ერთი და არა გადამწყვეტი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ უმთავრესი, რის გამოც ევროპა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, ეს სამართლიანობის ფაქტორი იქნება და არა შიშის. რაც შეეხება 12-პუნქტიან შეთანხმებას თუ ცხრა რეკომენდაციას, ის ყოველთვის დათქმულ ვადებში ვერ შესრულდება, გამომდინარე იქდან, რომ მათში საკმაოდ რთული საკითხებია შეტანილი, აი, თუნდაც, დეპოლარიზაციის პუნქტი... როგორ შეიძლება საქართველოში მოხდეს დეპოლარიზაცია, მაშინ, როცა ჭარბი დემოკრატიიდან გამომდინარე, ის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი ვერ ხერხდება, რადგან ამ პროცესს თანამედროვე ელექტრონული მედია და სოციალური ქსელები აქტიურად აღვივებენ. მთავარია, რომ პროგრესი გვაქვს, რეკომენდაცია სრულყოფილად თუ არა, მისი უდიდესი ნაწილი მაინც შესრულებულია და შესაბამისად, ვფიქრობ, ევროპელები შარშანდელ შეცდომას დღეს თუ ხვალ აუცილებლად გამოსწორენ“, -  აცხადებს ანალიტიკოსი „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=220589

 

 

big_banner
არქივი