logo_geo
მანანა ვახტანგაძე: უამრავი მედიასაშუალების არსებობის მიუხედავად, ხალხის ხმას მაინც ახშობენ
- +

30 ნოემბერი. 2023. 14:45

 

 

„სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეგვიჩერა დაფინანსება, მაგრამ კერძო პირების კეთილი ნების წყალობით, როგორღაც ვაცოცხლებთ ჟურნალ „კვალს“, ხან ვინ გვეხმარება მის გამოცემაში და ხან ვინ“, - ასე იხსენებს ჟურნალ „კვალის“ მთავარი რედაქტორი მანანა ვახტანგაძე ჟურნალის არსებობის მძიმე პერიოდს და ამბობს, რომ დღეს დღის წესრიგში ჟურნალში პოლიტიკური თემების დამატებაც დადგა, თუმცა, თავის დროზე, აქ მასალები მხოლოდ სოფლის მეურნეობის შესახებ იბეჭდებოდა. მისივე თქმით, „კვალი“ აკადემიის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის აგრარული კომიტეტის ჟურნალი იყო და პოლიტიკისგან შორს იდგა.

 

„ქვეყანაში ახლა იმდენად მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომ პოლიტიკას გვერდს ვერაფრით ავუვლიდით. ვფიქრობ, რომ უამრავი მედიასაშუალების არსებობის მიუხედავად, ხალხის ხმას მაინც ახშობენ და რიგითი ადამიანების სიტყვა არ ისმის. ისე გამოჰყავთ, რომ თითქოს ხალხი ისაა, ოპოზიციის მცირერიცხოვან აქციებზე რომ დგანან, არადა, ეს ასე არ არის! ხალხი ჩვენ ვართ, საქართველოს ის რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც ვიცით სიმართლე, როგორც ჩვენს წარსულზე, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ყოფაზე და გვადარდებს მისი მომავალი. ისტორიის გადაწერის უფლებას არავის მივცემთ და ჩვენი ჟურნალი, სწორედ ამას უპირისპირდება!“ - ამბობს მანანა ვახტანგაძე „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=219606

 

 

big_banner
არქივი