logo_geo
თამარ ჩიბურდანიძე: ის 54%, რომელსაც ხელისუფლების პოლიტიკა მოსწონს, ხელისუფლების პოტენციური ამომრჩეველია
- +

12 დეკემბერი. 2023. 18:36

 

 

„ყველაზე ნიშანდობლივი და საინტერესო დეტალი NDI-ის ბოლო კვლევაში ჩემთვის მისი თვისებრივი მხარე იყო და ის რეალობა, რაც ამ მხარეს დავინახეთ... როდესაც ხელისუფლებას 19%-ს უწერ და იქვე ამბობ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა 54%-ს მოსწონს, ეს იმის აღიარებას ნიშნავს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი ხელისუფლების პოტენციური ამომრჩეველია“, - აცხადებს „რეპორტიორთან“ ინტერვიუში „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი თამარ ჩიბურდანიძე NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას და ამბობს, რომ ამ დეტალის გარდა, მისთვის ამ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოში მკვეთრადაა გაზრდილი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება სურთ.

 

„ყველაზე უცნაური იყო ის, რომ ასეთი აღმოჩნდა ოპოზიციის მხარდამჭერების 40%. თურმე იმ ოპოზიციის რიგებში, ჩვენ რომ „რუსეთუმეებს“ გვეძახის, თითქმის ნახევარი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების მომხრე ყოფილა. რით ვხსნი ამ უცნაურ შედეგს? იმით, რომ ეს ხალხი სწორად აზროვნებს და, კიდევ იმით, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება „რუსეთუმეობას“ არ ნიშნავს არც მათ რიგებში და არც სხვაგან! როდესაც ადამიანი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების მომხრეა, ის რუსეთის მომხრე კი არ არის, ცივი გონებით აფასებს იმას, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს. ხომ ყველა ხედავს, რა შედეგი გამოიწვია თანამედროვე დასავლეთის მცდარმა პოლიტიკამ უკრაინაში. ამ ადამიანების დიდი ნაწილი შეიძლება გუშინ რუსეთის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და მასთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტასაც მოთხოვდა, მაგრამ დღეს ამ ადამიანებმა ის რეალობა დაინახეს, რომ ამ ერთ ქვეყანას, ჩვენ კი არა, მთელი დასავლეთი ვერ მოერია. ისინი მიხვდნენ, რომ ქვეყანა, რომელმაც კოლექტიური დასავლეთსა და ნატო-ს გაუძლო და, რომელმაც თითქმის სრულად შთანთქა უკრაინა, საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში რას უზამდა საქართველოს“, - ამბობს თამარ ჩიბურდანიძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=220356

 

 

big_banner
არქივი