logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მანდატურის სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა
- +

19 დეკემბერი. 2016. 14:35


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მანდატურის სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც თავად აღნიშნა, აპირებენ, მეთოდოლოგია დახვეწონ, რადგან მანდატური მეტად უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და მეტი კომპეტენცია უნდა ჰქონდეს. 


„მანდატურის სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა. როცა შეიქმნა, დაფუძნებული იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაშინებაზე. მაშინ ზოგადად ხელისუფლებაც ასეთი იყო. სამწუხაროდ, მანდატურები საფრთხობელებად აქციეს. დღეს მანდატური ბავშვის, მასწავლებლისა და დირექტორის მეგობარი და მხარდამჭერია. ხშირად ვატრენინგებთ. მინდა, მათ ანაზღაურებაშიც, მაგალითად, სქემატური ცვლილებები შევიტანო. ასევე ვაპირებთ, მეთოდოლოგია დავხვეწოთ, მანდატური მეტად უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და მეტი კომპეტენციაც ჰქონდეს. ეს წარმატებული პროექტია და თუ ვინმეს არ მოსწონს, რომ მანდატური საფრთხობელა კი არა, მეგობარია, ეს მისი პრობლემაა. ბევრი გეგმა გვაქვს. ჩემი ჩანაფიქრია, თქვან, ეს კაცი რომ წავიდა, ცოტა უფრო კარგად ვიყავით, ვიდრე, რომ მოვიდაო. ეს არის ჩემი ამბიცია და დარწმუნებული ვარ და გპირდებით, რომ მალე, თვისობრივი ცვლილებებით, ჩვენი განათლების სისტემა იქნება ბევრად უფრო უკეთესი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი