logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ქვეყანაში იყო ცუდიც და კარგიც...
- +

30 დეკემბერი. 2016. 21:51


 

„ვფიქრობ, რომ ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო, ყველამ, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ვიცოდით, რა ვითარება იყო ქვეყანაში, ქონების უფლების,  საკუთრების უფლების თვალსაზრისით, ჯანდაცვის უფლების მხრივ",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ყველაფერი შეიცვალა და ყველა ადამიანის უფლება დაცულია.



„ვფიქრობ, რომ ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო, ყველამ, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ვიცოდით, რა ვითარება იყო ქვეყანაში, ქონების უფლების,  საკუთრების უფლების თვალსაზრისით, ჯანდაცვის უფლების მხრივ. დღეს ამ კუთხით არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, საკუთრების უფლებები არის დაცული. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო  ინსტიტუტების შეფასებები. მივხედეთ ისეთ სფეროებს, როგიორიც არის ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ამ მიმართულებებით პროგრესი გვაქვს.

 

არასოდეს მითქვამს და არც ახლა ვიტყვი, რომ ქვეყანაში ყველაფერი მანამდე იყო ცუდი. ქვეყანაში იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი ქვეყანაში აღარ იცხოვრებოდა. მე ბევრი ადამიანი ვიცი, ეს ცვლილება რომ არ მომხდარიყო, ტოვებდნენ ქვეყანას და აღარ უდნოდათ აქ ცხოვრება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ძირეულ რაღაცებს. დღეს უკვე ახალი ცვლილებების დროა. ეს ცვლილებები მოიტანს ძირეულ გარდატეხას ადამიანის კეთილდღეობის მიღწევის თვალსაზრისით. 4-პუქნტიანი განვიტარების გეგმა, რომელიც ვფფიქრობთ, რომ მოიტანს გარღვევას ჩვენი ქვვეყნის განვითარებაში. ადამიანები ამას საკუთარ თავზე იგრძნობენ. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯის გადადგმა. ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მივიღეთ საკანონდებლო პაკეტი, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით არის ცვლილებები",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი