logo_geo
ნანიკო ხაზარაძე: ახალ წელს „თოვლის ბაბუა“ მე ვარ
- +

3 იანვარი. 2017. 10:37


 



ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ახალ წელს მოკრძალებულად აღნიშნავს, თუმცა საახალწლო სუფრაზე გოზინაყი ყოველთვის აქვს. როგორც მან „კვირის პალიტრასთან" განაცხადა, 2017 წელს იმედიანად ეგებება.


„საახალწლო სიურპრიზი ალბათ, ის საჩუქარია, რომელიც თოვლის ბაბუას ჩემი გოგონასთვის მოაქვს. ლილუ 13 წლისაა, მაგრამ ამ საჩუქარს მაინც მოუთმენლად ელის. ალბათ მიხვდით, რომ ეს „თოვლის ბაბუა" მე ვარ. ახალ წელს ოჯახში მოკრძალებულად ვხვდებით - ჩემს ოჯახში ოთხსართულიანი სუფრა არასდროს გაშლილა, მაგრამ ყოველთვის გვაქვს გოზინაყი. ოპტიმისტი ვარ და ახალი წლისგან ყველაფერს საუკეთესოს ველი. 2017 წელსაც იმედიანად ვეგებები, რადგან ოპტიმისტი რომ არ იყო, ამ საუკუნეში ვერ გადარჩები - ან მორალურად განადგურდები, ან ფიზიკურად", - განაცხადა ნანიკო ხაზარაძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი