logo_geo
ია ნინიძე: 27 წლისა, სრულიად მარტო ვიყავი, შვილების გარდა არავინ მყავდა
- +

31 იანვარი. 2017. 11:34


 



„ეუბნებოდნენ, ახალგაზრდაა, 23 წლისა, როგორ ითამაშებსო? ჩაიხედეთ მის თვალებში და ეგ კითხვა აღარ გაგიჩნდებათო, პასუხობდა ბატონი თენგიზი", - ამის შესახებ მსახიობმა და მომღერალმა ია ნინიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.


მსახიობმა, მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელიც „მონანიებაში" განასახიერა. ნინიძეს თქმით, აბულაძემ როლზე სინჯების გარეშე დაამტკიცა.


„მონანიებაში" ჩემზე ბევრად უფროსი ქალი განვასახიერე. ამ როლზე სინჯების გარეშე დამამტკიცა აბულაძემ. ძალიან უნდოდა, „ნატვრის ხეშიც" მეთამაშა მარიტა. როგორ მითხარი უარიო, გამიბრაზდა, „ციური მერცხლების" გადაღებაზე რომ წავედი მოსკოვში.

 

კინემატოგრაფიის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ რუსთაველის თეატრში დავიწყე მუშაობა. ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლში ვთამაშობდით მე, ირაკლი აფაქიძე, ზეიკო ბოცვაძე, ავთო მახარაძე... ავთო ამბობდა, უბედნიერესი მსახიობი ვარ, თენგიზ აბულაძესთნ 2 როლზე დამამტკიცეს, მაგრამ მეუღლე ვერაფრით მომიძებნესო. ერთ დღეს ამ მეუღლის სათამაშოდ მე დამიძახეს. ეუბნებოდნენ, ახალგაზრდაა, 23 წლისა, როგორ ითამაშებსო? ჩაიხედეთ მის თვალებში და ეგ კითხვა აღარ გაგიჩნდებათო, პასუხობდა ბატონი თენგიზი. მართლაც, ამ პერიოდში ბევრი რამ მქონდა უკვე ცხოვრებაში გამოვლილი. ეტყობა, ყველა ეს ტკივილი ჩემს თვალებში დაილექა. უკვე 27 წლისა, სრულიად მარტო ვიყავი, შვილების გარდა არავინ მყავდა", - აცხადებს ნინიძე. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი