logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლა არის ბედნიერების ადგილი და არა ფულის
- +

21 თებერვალი. 2017. 00:12



„როდესაც ამ ქვეყანაში არაფერი არ მუშაობდა სკოლის კარი ერთი დღით არ დაკეტილა", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა „მძიმე კაცთან" სტუმრობისას განაცხადა. ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ სკოლა არის ბედნიერების ადგილი.


„მასწავლებლებს მოტივაცია აქვთ დაუძლეველი და ეს მოტივაცია მოდის ბავშვებიდან, მათი სიყვარულიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელფასზე არ უნდა ვიზრუნოთ. ძალიან მიხარია, რომ მათი ხელფასის თანდათან გაზრდას ვახერხებთ. ერთიც უნდა აღინიშნოს, ფულისთვის თუ ვინმეა სკოლაში მოსული, რა თქმა უნდა, გზა აქვს აბნეული, რადგან სკოლა ფულის ადგილი არ არის. სკოლა არის ბედნიერების ადგილი. ბავშვებთან ურთიერთობით ისეთ ბედნიერების დოზას მიიღებ, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას გაყვება",- განაცხადა ჯეჯელავამ. 


 

big_banner
არქივი