logo_geo
„ერთი თვის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებამ დემარში მოაწყო, როგორ თუ, მეტი მოგება არ გვაქვსო…“
- +

22 თებერვალი. 2017. 12:39




ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „კვირის პალიტრასთან" სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ისაუბრა და მაგალითად თურქეთი მოიყვანა. მისი თქმით, თურქეთმა საკმაოდ დიდი სახელმწიფო ინვესტიცია ჩადო მედიცინაში, საქართველოში კი განსხვავებული ვითარებაა.


„თურქეთმა ძალიან დიდი სახელმწიფო ინვესტიციები ჩადო ჯანდაცვაში. არ მომხდარა ისე, როგორც ჩვენთან 2010 წელს - ვიღაცამ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა და მზესუმზირასავით გაყიდა ყველა საავადმყოფო.

 

თურქეთის ხელისუფლებამ შეინარჩუნა სახელმწიფო კლინიკები და შეღავათებიც დაუწესა. ამასთან, აიღო სახელმწიფო პატრონაჟი ინვესტიციებზე. უცხოეთში მცხოვრები თურქი ექიმები დააბრუნეს სამშობლოში. საქართველოში კი რა მოხდა? 2012 წელს ჯანდაცვაში იხარჯებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტი. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, სულის მოთქმის საშუალება მიგვეცა მოქალაქეებისთვის.

 

დღეს საქართველოში კერძო და სახელმწიფო კლინიკა ერთ რეგულაციებშია მოქცეული, მაგრამ მძიმე შედეგი მოიტანა იმან, რომ საპირწონე სახელმწიფო კლინიკები არ გვაქვს. 30% მაინც უნდა გქონდეს, ჩვენ კი 1550 კლინიკიდან მხოლოდ 15 სახელმწიფო დაწესებულება გვაქვს. აქსიომაა, როგორც მრავალპროფილიან ბიზნესში, ისე მრავალპროფილიან საავადმყოფოში, ყველა მიმართულება მომგებიანი ვერ იქნება. იძულებული ხარ, დოტაცია, თანხის სუბსიდირება გააკეთო. სახელმწიფო კლინიკები ვალდებული არიან, ეს ლოგიკა შეინარჩუნონ, კერძოები - არა. მათ უნდათ, ყველაფერში ჰქონდეთ მოგება და თანაც - ჯერადობით. ერთი თვის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებამ დემარში მოაწყო, როგორ თუ, მეტი მოგება არ გვაქვსო. სახელმწიფო კლინიკა ამას არასდროს გააკეთებს, რადგან ესმის, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი", - განაცხადა სერგეენკომ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი