logo_geo
ლალი მოროშკინა: რუსეთში ქართველების მიმართ დამოკიდებულება აშკარად შეცვლილია
- +

22 ნოემბერი. 2016. 14:09



„მოგეხსენებათ, მოსკოვში ვარ და მინდა გითხრათ, რომ რუსეთის დედაქალაქში აშკარად შეცვლილი და შემოტრიალებულია დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველების მიმართ!" - ამბობს ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. მისი თქმით, ათასობით ქართველი მუშაობს რუსეთში საბუთის გარეშე, რაზეც მათი ხელისუფლება თვალს ხუჭავს.

 

„დღეს რუსეთში 1 მილიონ 200 ათასი ქართველი ცხოვრობს. ყველამ იცით, რომ თუნდაც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაქმებულია ათასობით ქართველი, რომლებსაც მუშაობის უფლება არა აქვთ და ამაზე რუსეთის ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავს. ჩვენ გვახსოვს ის უბედურება, როცა ქართველები რუსეთიდან გამოყარეს, მაგრამ მომხდარი ისევ სააკაშვილის ბრალი იყო... დღეს ათიათასობით ქართველი, მუშაობის უფლების გარეშე, ფაქტობრივად, უსაბუთოდ საქმიანობს, ოჯახებს არჩენს და ამაზე რუსეთის ხელისუფლება ხმას არ იღებს", - ამბობს ლალი მოროშკინა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი