logo_geo
გიორგი ანდრიაძე: მეუფე პეტრე უამრავ სიცრუეს აცხადებს!
- +

27 თებერვალი. 2017. 20:48


 

„რა მინდოდა მე 2009 წელს საპატრიარქოში, როდესაც 2008 წელს თითქმის ძალით აიღეს ჩვენს მიერ შექმნილი ტელევიზია", - ამ სიტყვებით წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ მეუფე პეტრეს განცხადებებს უპასუხა. როგორც ანდრიაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა, მეუფე პეტრე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პიროვნებაა.


„მე არანაირი ინფორმაცია არ შეიძლებოდა მქონოდა. 2008 წლიდან, როდესაც „ნაციონალების" მხარდაჭერით დაიკავეს ტელევიზია „ივერია", მე მას მერე ექსორიაში ვიყავი საპატრიარქოდან. პრეზიდენტ სააკაშვილის სუფრებზე, რომელსაც სისტემატიურად ესწრებოდა მეუფე პეტრე მე იქ ვერანაირად ვერ ვიქნებოდი. მეუფე პეტრე უამრავ სიცრუეს და ცილისწამებას აცხადებს, რომელსაც მე ვუპასუხე, ვამხილე. დღეს კი ვამტკიცებ, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩემს მიმართ არის სრული სიცრუე. მოწმეებიც ადასტურებენ ამას. ახლა სადღა უნდა წავიდეს, რას აპირებს?!", - აღნიშნა ანდრიაძემ. 


 

big_banner
არქივი