logo_geo
ნანა დევდარიანი: ცალკეული მეუფეები პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ აპოლოგეტები არიან!
- +

28 თებერვალი. 2017. 18:19



ყოფილი ომბუდსმენი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის შვილიშვილი ნანა დევდარიანი „ასავალ-დასავალს" ე.წ. „ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით ესაუბრა. მისი თქმით, მიდის ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის და რადგანაც ილია II დასუსტებულია, ამით სარგებლობენ.


„ბრძოლა მიდის ტახტისთვის! ყველაზე დიდი უზნეობა კი ის არის, რომ პატრიარქის უმწეო მდგომარეობით სარგებლობენ. ვგულისხმობ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასაკს. ფაქტობრივად, სასულიერო პირებმა აჩვენეს, რომ მისი ამდენწლიანი შრომა და ძალისხმევა წყალშია გადაყრილი. როცა შენზე მაღლა მდგომ სასულიერო პირს ასე ეპყრობი, დაბლა მდგომს რას უზამ?!

 

სულ ვიკავებდი თავს ცალკეულ სასულიერო პირთა კრიტიკული შეფასებისგან, მაგრამ ახლა ვამბობ - ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას აღიქვამენ როგორც ჩვეულებრივ სამსახურს - ბიზნესს. ბოლო დღეების განმავლობაში რა ბრალდებებიც და ეპითეტებიც მოვისმინე, წარმოუდგენელია, ეს ლექსიკა და შეფასებები სასულიერო პირებისგან მოდიოდეს!

 

ეკლესიის ისტორია იცნობს ფაქტებს, როდესაც სასულიერო პირებს შორის თეოლოგიური, დოგმატური დაპირისპირება იყო, მაგრამ დღეს მეუფეებს შორის იდეოლოგიური დაპირისპირებაა, რაც ძალიან სახიფათოა! ცალკეული მეუფეები პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის" აპოლოგეტები არიან.

 

სასულიერო პირს ვერ წაართმევ უფლებას, პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები ჰქონდეს, მაგრამ ამას ამბიონიდან არ უნდა ქადაგებდეს - მონასტრის თუ ეპარქიის ტერიტორიაზე პოლიტიკური ლიდერის პლაკატები არ უნდა ჰქონდეს გაკრული!" - ამბობს ნანა დევდარიანი.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი