logo_geo
ნორა კვიციანი: სააკაშვილმა კოდორის ხეობა რომ გაყიდა, ამას წყალი არ გაუვა!
- +

24 ნოემბერი. 2016. 12:32



სოფელ აჟარის ყოფილი გამგებელი ნორა კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ კოდორის ხეობა რუსეთს ჩააბარა. მისი თქმით, სააკაშვილს პასუხის გაცემა მოუწევს, რატომ  იდგა რუსის ჯარი ხეობის შესასვლელში და რატომ შეუშვეს ისინი ამ ტერიტორიაზე.


„კოდორის ხეობა რუსეთს ჩააბარეს! დიახ, ზემო კოდორი რუსეთმა წაიღო! რუსის ჯარი ხეობის შემოსასვლელში იდგა, სადაც არავის უშვებდნენ. ჩვენც ძლივს შევდიოდით ხეობაში, ფორმიან კაცს ვინ გაატარებდა?! ის, რომ სააკაშვილმა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა - ესეც ამ პოლიტიკის ნაწილი იყო. მას აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა - რატომ შეუშვეს სამხედროებმა საქართველოს ჯარი თავისი ტექნიკით კოდორის ხეობაში?! ზემო სოფლები ქალაქად გადააქციეს - ხუთსართულიანი სახლები ააშენეს, სადაც უმრავლესობა ოფიცრები ცხოვრობენ. სააკაშვილმა კოდორის ხეობა რომ გაყიდა, ამას წყალი არ გაუვა!" - განაცხადა ნორა კვიციანმა.











 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი