logo_geo
გიორგი დემეტრაძე: ყველაზე ხშირი კითხვა, რომელიც კი ოდესმე მსმენია - რატომ არ გამოგივიდათ?
- +

1 აპრილი. 2017. 00:22


 

„ალბათ ხედავთ, მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რა დონეზე თამაშობს. ერთხელ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხვდეთ, სპონსორები ჩვენც გვეყოლება", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფორვარდი გიორგი დემეტრაძე რუსულ საიტ championat.com-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. დემეტრაძე ასევე ნაკრების წარუმატებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „რატომ არ გამოგივიდათ?" ყველაზე ხშირი კითხვა, რომელიც ისმის.

 

„ყველაზე ხშირი კითხვა, რომელიც კი ოდესმე მსმენია, სწორედ ესაა - რატომ არ გამოგივიდათ? ყოველთვის ცოტა გვაკლდებოდა. არადა, კარგი მწვრთნელები გვყავდა და ფეხბურთელებსაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვეძლო", - აღნიშნავს გიორგი დემეტრაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი