logo_geo
გიორგი დემეტრაძე: საქართველოში უკანონობა მეფობდა, ქვეყანა წამების ადგილად იქცა!
- +

1 აპრილი. 2017. 03:47


 

„ცემა და წამება ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა. ციხეში პოლიციელები პატივისცემით მეპყრობოდნენ. მეკითხებოდნენ: „ეს როგორ მოგივიდა?" მაგრამ მე ცნობილი ფეხბურთელი ვიყავი, აი, სხვებს კი უბრალოდ, სულს ხდიდნენ", - ამ სიტყვებით საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფორვარდი გიორგი დემეტრაძე რუსულ საიტ championat.com-თან მიცემულ ინტერვიუში ციხეში გატარებულ წლებს იხსენებს. დემეტრაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობსი დროს „საქართველოში უკანონობა მეფობდა, ქვეყანა წამების ადგილად იქცა".


„აი, მიყავხარ დასაკითხად და ხედავ, როგორ სცემენ გისოსზე ხელბორკილით მიბმულ ადამიანს, სულ გასისხლიანებულს. საქართველოში უკანონობა მეფობდა, ქვეყანა წამების ადგილად იქცა. მაშინ მივხვდი, რომ ჯობს შენ გცემონ, ვიდრე ამ საშინელებას გვერდიდან უყურო", - იხსენებს გიორგი დემეტრაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი