logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: არ უნდა ვიყოთ თანამდებობებზე ჩამოკიდებული
- +

26 ნოემბერი. 2016. 13:24



პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში 2012 წელს იხსენებს, როდესაც ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაასახელეს. როგორც თავად ამბობს, ამის შესახებ მან ტელევიზიით გაიგო.

 

„2012 წელს ტელევიზიით გავიგე, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ დამასახელეს. ბატონ ბიძინას შეხვედრა ვთხოვე და მითხრა, დედასთან, ჭორვილაში ვარ და აუცილებელი თუ არ არისო... არა, აუცილებელია-მეთქი და ჭორვილაში ჩავედი.

 

ვუთხარი, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობა არ მინდოდა. შევთანხმდით, სხვა უნდა შეგვერჩია და იქიდან ბედნიერი წამოვედი, რომ ეს პასუხისმგებლობა მოვიხსენი. მეორე დილით დამირეკა და მითხრა, არ გამოვა, რაზეც შევთანხმდით, უნდა გთხოვო, დათანხმდიო. დავთანხმდი.

 

ახლა კომიტეტს ახალი ენერგია სჭირდება. ჩემი პოზიციიდან გავამაგრებ თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს და კომიტეტი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. არ უნდა ვიყოთ თანამდებობებზე ჩამოკიდებული და ამ პროცესს მივესალმები", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი