logo_geo
ქეთი დუმბაძე: ტაქსის მძღოლმა მითხრა, აქ მოსულ კაცს ფულს ვერ გამოვართმევო, მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია!
- +

14 აპრილი. 2017. 01:03



ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა ქეთი დუმბაძემ გივი ბერიკაშვილის ოჯახს სამოქალაქო პანაშვიდზე მიუსამძიმრა და „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც ახლობელი ადამიანის, ისე სტკივა გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება.


„ალბათ განვმეორდები და ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვი, რადგან გივი ბერიკაშვილი წლების განმავლობაში ყველას ოჯახის წევრი იყო. ის, რომ გივი და მამა მეგობრობდნენ და ჩვენ ოჯახებითაც ახლობლები ვართ, სხვა თემაა.

 

დღეს ტაქსით მოვედი აქ და ტაქსის მძღოლმა ფული არ გამომართვა, მითხრა, ისეთ პატივს ვცემ გივი ბერიკაშვილს, რომ აქ მოსულ კაცს ფულს ვერ გამოვართმევო, მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია.

 

როგორც ყველაზე ახლობელი ადამიანის, ისე მტკივა ამ კაცის წასვლა", - განაცხადა დუმბაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი