logo_geo
ნიკა წულუკიძე: ეს რომ საკუთარი თვალით არ მენახა, სხვის მოყოლილს არ დავიჯერებდი!
- +

21 აპრილი. 2017. 18:46


 

„ტაძართან რომ მივედით, ატყდა ზარების რეკვა და ვინც იქ იყო, ყველამ დაიჩოქა", - განაცხადა თეატრმცოდნე და ტელეწამყვანმა ნიკა წულუკიძემ ჟურნალ „გზასთან" აღდგომის დღესასწაულსა და იერუსალიმში მოგზაურობაზე საუბრისას.


 „სააღდგომოდ ჩემს ოჯახშიც ისეთი სამზადისია, როგორიც ყველა ქრისტიანის სახლში. კვერცხებს ყოველთვის ენდროთი ვღებავთ, მეუღლე ხაჭოს პასქას ამზადებს. ჩემს დიდ ოჯახშიც აცხობენ პასქებს და მერე ყველა ვინაწილებთ. თავად პასქის მომზადება არასდროს მიცდია, მაგას დიდი ოსტატობა უნდა. იერუსალიმში ორჯერ ვარ ნამყოფი: შობას და ნიკოლოზობას. აღდგომის ტაძარი ცხადია, მოვილოცე და იქ საოცარ ამბავს შევესწარი: ტაძართან რომ მივედით, ატყდა ზარების რეკვა და ვინც იქ იყო, ყველამ დაიჩოქა. ჩვენ ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. თურმე, მსოფლიო პატრიარქი და საბერძნეთის პატრიარქი ტაძარში ერთად მობრძანდებოდნენ. მირონმა დენა დაიწყო ლოდიდან, რომელზეც ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ დააწვინეს. ეს რომ საკუთარი თვალით არ მენახა, სხვის მოყოლილს არ დავიჯერებდი. ჩვენ უფლება მოგვცეს, მირონი აგვეღო. ბედად, ბოთლი აღმომაჩნდა, ხელსახოცს ვალბობდი მირონში და ბოთლში ვწურავდი. ეს იყო საოცრება! იერუსალიმიდან მე და ჩემმა მეგობრებმა ერთი ბოთლი მირონი ჩამოვიტანეთ და ახლობლებს დავურიგეთ.  ქვას რომ მირონი სდის, ამაზე მეტი სასწაული რა გინდა, ნახო?", - აღნიშნა ნიკა წულუკიძემ.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი