logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: შემიძლია, გამოცდებზე მინისტრებიც ჩავჭრა!
- +

30 ნოემბერი. 2016. 16:22



განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მასწავლებელთა კვალიფიკაციის გამოცდაზე საუბრობს.


მისი თქმით, გამოცდის სისტემა არასწორად იყო შედგენილი, ვითარების გამოსასწორებლად კი, უკვე შეიქმნა სისტემა, სადაც აქენტი ქულების, ანუ კრედიტების დაგროვებაზე გაკეთდება.

 

„მასწავლებელს ვეუბნებით: შენ რომ ოცი წლის წინ დაამთავრე პედაგოგიური, სულ სხვა საკითხი ისწავლე, ახლა მე შენ ცოდნას შარშანდელი სტანდარტით გთხოვ. ამ პრინციპით მინისტრებიც შემიძლია გამოცდებზე ჩავჭრა. ამ ვითარების გამოსასწორებლად უკვე შექმნილია სისტემა, სადაც აქცენტი იქნება ქულების, ანუ კრედიტების დაგროვებაზე. მასწავლებელს შემდეგი დონის მისაღწევად 20 კრედიტის დაგროვება დასჭირდება. კერძოდ, 5 კრედიტი - პედაგოგიკის კუთხით, 5 - კონკრეტულ საგანში, 5 - სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობისა და მშობლებთან კომუნიკაციისთვის. პიროვნების ფაქტორს გამოცდა აქამდე არ ითვალისწინება - ვინც გინდა იყავი, მთელი კლასი რომ შენზე გიჟდებოდეს, თუ ქიმიის ერთი ფორმულა შეგეშლება, სახლში გაგიშვებენ. ძიძა რომ მოგყავთ სახლში, ნიშნების ფურცელს ხომ არ უმოწმებთ, ეკითხებით, როგორი ადამიანია", - განაცხადა ჯეჯელავამ.


მინისტრი, ასევე, შეეხო სკოლის განათლების რეფორმას, მისი განცხადებით, სკოლამ ის უნდა მოგცეს, რასაც ცხოვრებაში მოგთხოვენ.


„ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას სკოლაში ვერ ისწავლი. ჩვენ გვინდა ისეთი სკოლა, რომელიც იმისთვის ამზადებს ბავშვს, რაც ცხოვრებაში დასჭირდება. დღემდე ველოდები, როდის გამომადგება დედაქალაქების ზეპირად ცოდნა, 43 წლის ვარ და ჯერ არ დამჭირვებია", - განაცხადა ალექანდრე ჯეჯელავამ.

 

 


 

big_banner
არქივი