logo_geo
მაკა ბულეიშვილი: C და D ვიტამინები და თუთია - ეს კომბინაცია იმუნური სისტემის გამყარების იდეალური ფორმულაა
- +

17 ნოემბერი. 2023. 18:55

 

 

ექიმი მაკა ბულეიშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში მკითხველს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოხდეს იმუნიტეტის ამაღლება. მისი თქმით, ვინაიდან ზამთარში იმუნური სისტემის არასრულფასოვანი გაჯერება ხდება, აუცილებელია მისი შევსება:

 

„ზაფხულთან შედარებით ამ პერიოდში ნაკლებია ვიტამინების რაოდენობა, რადგან ზაფხულში გვაქვს ხილის ფართო არჩევანი, ჯანსაღი პროდუქტები და რაც მთავარია მზე (ზაფხული უხვია ნუტრიენტებისა და ვიტამინების შემადგენლობითა და მზის სხივებით, ანუ D ვიტამინით). ვინაიდან ზამთარში იმუნური სისტემის არასრულფასოვანი გაჯერება ხდება, აუცილებელია მისი შევსება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ერთი სახეობის ვიტამინი ვერ შექმნის ვიტამინების იმ ბალანსს, რაც ადამიანის ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. თუკი მას დააკლდება რომელიმე კომპონენტი, აუცილებლად გაჩნდება ამ ნუტრიენტის ნაკლებობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. სწორედ ამიტომ, უნდა ავირჩიოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი, უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად და სუფთა ჰაერზე ფეხით უნდა ვისეირნოთ... თუ მაინც დავსნებოვნდებით, არ არის აუცილებელი ზედმეტად ჩათბუნება, აუცილებელი ეს - ჰიგიენის დაცვა, პაციენტის ოთახის განიავება და მისთვის ჟანგბადის მიწოდებაა. ზამთრის პერიოდში ორგანიზმისთვის აუცილებელია ვიტამინი C, რადგან ის ანტივირუსული და ანტიოქსიდანტური მოქმედებისაა, რაც არაჩვეულებრივია ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვისაც და დასნებოვნების შემთხვევაშიც. C ვიტამინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ლიმონში, ფორთოხალში, მანდარინში, კივში. ლიმონის მიღებას დიდ რეკომენდაციას ვუწევ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუკი ადამიანს კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემები ან წყლულოვანი დაავადება აქვს, მისმა განუსაზღვრელი რაოდენობით მიღებამ შეიძლება მეორე დაავადების პროვოცირება მოახდინოს. აქედან გამომდინარე, ზომიერების დაცვა აუცილებელია. ანტიოქსიდანტური მოქმედება ასევე გააჩნიათ D ვიტამინსა და თუთიას, რომელიც პასუხისმგებელია კანის სიჯანსაღეზე, თმის სტრუქტურაზე, ნერვულ სისტემაზე... მთლიანობაში, ამ სამი ვიტამინის კომბინაცია (ანუ C და D ვიტამინები და თუთია) იმუნური სისტემის გამყარების იდეალური ფორმულაა“, - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=218895  

 

big_banner
არქივი