logo_geo
ანდრო ბარნოვი: ბოკერიას შესახებ რამდენიმე საოცარი და სამწუხარო რეალობა აღმოვაჩინე
- +

4 დეკემბერი. 2016. 02:49



მას აქვს მესამე კაცის კომპლექსი, ალბათ. არც პირველია, არც მეორე. დიდი ხანია, არის 47-ე, თუ მეცხრე, რა მნიშვნელობა აქვს. გიგა არასდროს არ იყო არავის ფაქტორი. ყოველთვის იყო ქედმაღალი ტიპი, თუმცა ფაქტორი არასდროს ყოფილა",- ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ყოფილი თანაპარტიელი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამოქალაქო რეოფრმაციის" დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი.


-უდგას თუ არა დღეს „ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პარტიას, ყველაზე მძიმე პერიოდი?


-არა. ყველაზე მძიმე პერიოდი, ალბათ, მაინც 2012 წელს იდგა. ახლა ისეთი არაფერი დგას. ქვეყანაშია რთული პერიოდი.


-არის იმის შანსი, რომ სააკაშვილმა თავად აიღოს ხელი პარტიაზე?


გამორიცხულია, არ დათმობს. ყველაფერი მისია ამ პარტიაში. როგორ დათმობს? მთელი ელექტორატი, ყველაფერი მისია. როგორ შეიძლება ერთი-ორი კაცის ხუშტურებს ეს გადააყოლოს?


-გიგა ბოკერია წაგებულ თამაშს თამაშობს?


-მე ბოკერიას შესახებ რამდენიმე საოცარი და სამწუხარო რეალობა აღმოვაჩინე. მაინც მეგონა, რომ ის მეტ-ნაკლებად გონიერი იყო. როგორც ჩანს, არ არის. კომპლექსები ჭამს მის გონებას. მე ვერ წარმომიდგენია ასეთ სისულელეს, რასაც ახლა ის აკეთებს, რატომ აკეთებს. ან რის იმედი აქვს, ან საერთოდ რა უნდა.


მას აქვს მესამე კაცის კომპლექსი, ალბათ. არც პირველია, არც მეორე. დიდი ხანია, არის 47-ე, თუ მეცხრე, რა მნიშვნელობა აქვს. გიგა არასდროს არ იყო არავის ფაქტორი. ყოველთვის იყო ქედმაღალი ტიპი, თუმცა ფაქტორი არასდროს ყოფილა.


შენ თუ არ გინდა, რომ სააკაშვილი დაფიქსირებული იყოს, როგორც შენი პარტიის ლიდერი, მაშინ ეს უნდა თქვა არჩევნებამდე. ჩვეულებრივი ლოგიკაა.


როდესაც არჩევნებამდე ჩუმდები და მერე დაიწყებ ამაზე ტლიკინს, ეს არის ჩვეულებრივი ნაძირლობა და მეტი არაფერი. ხმების მოტაცების დივერსიული აქტი, სპეცოპერაციაა, მოვიტაცო სააკაშვილის ხმები. ეს იმდენად მდაბიო საქციელია პოლიტიკოსის მხრიდან, რომ მართლა გული მერევა, როდესაც ვუყურებ, რას აკეთებს. ასეთი მდაბიო თუ იყო, მართლა არ მეგონა. სტუდენტობიდან ვიცნობ და ყოველთვის მქონდა დადებითი დამოკიდებულება, სანამ საქმეში არ ვნახე.


-არც ერთხელ მიხეილ სააკაშვილის თავის განცხადებებში, გაკვრითაც კი არ უხსენებია გიგა ბოკერია.


სწორადაც შვება. რა თქმა უნდა, არ უყადრებს თავს და არ დადის იმ დონემდე, რომ რაღაც სახელები ახსენოს. ვინ არიან? საერთოდ არავინ არიან. პატარა მანიპულატორი, ძალიან ცუდი ჯგუფია.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი