logo_geo
დავით ჯანდიერი: სააკაშვილი აპატრიდია
- +

1 აგვისტო. 2017. 17:34


რა სამართლებრივი პროცესების გავლა მოუწევს საქართველოს ესქპ-რეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის დასაბრუნებლად, ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალმცოდნე დავით ჯანდიერი „კვირის პლიტრასთან" საუბრობს.


„დღეს გაერო აქტიურად მუშაობს, რომ აპატრიდების, ანუ, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭება მოხდეს. თუმცა, პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. სააკაშვილი აპატრიდია, ანუ პირი, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს და დევნილის სტატუსს ელოდება, ან სამართლებრივ დავაშია კონკრეტულ სახელმწიფოსთან. უკრაინის კონსტიტუცია უკრაინის მოქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას არ ითვალისწინებს. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ პირმა უწყებებს გაყალბებული დოკუმენტაცია წარუდგინა - სააკაშვილის შემთხვევაშიც ეს პუნქტი გამოიყენეს, თუმცა გაყალბებული დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია პოროშენკოს ორი წლის წინ უნდა ჰქონოდა.

 

სააკაშვილმა გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლოში უკვე გაასაჩივრა, თუმცა დიდი ალბათობით, საქმე მისთვის სასურველი შედეგით არ დამთავრდება. მოქალაქეობის საკითხს სტრასბურგი არ განიხილავს, შესაბამისად, სააკაშვილი დახმარებისთვის ევროპულ სასამართლოს ვერ მიმართავს, თუ თავად სტრასბურგმა პრეცენდენტი არ დაუშვა.

 

სააკაშვილს აქვს რამდენიმე ვარიანტი - მოითხოვოს დევნილის სტატუსი ან პოლიტიკური თავშესაფარი, ან კონკრეტული სახელმწიფოს ინიციატივით მიენიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა", - განაცხადა სამართალმცოდნე დავით ჯანდიერმა.

 

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი