logo_geo
ვლადიმერ ბოიკო: სააკაშვილი პოროშენკოსთვის პოლიტიკურ თავსატეხად იქცა
- +

1 აგვისტო. 2017. 19:38



საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი „კვირის პალიტრასთან" უკრაინელი ექსპერტი ვლადიმერ ბოიკო საუბრობს.


„2014 წელს პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინაში იმ იმედით ჩამოიყვანა, რომ მის პიარს მოემსახურებოდა და დაეხმარებოდა იმ კლანებთან ბრძოლაში, რომლებმაც ქვეყანაში ფესვები ღრმად გაიდგეს. საამისოდ სააკაშვილი იდეალური ვარიანტი იყო - იგი გამოცდილი ორატორია, ხისტია და რაც მთავარია, იმ პერიოდში სააკაშვილი პოროშენკოზე იყო დამოკიდებული, რადგან საქართველოდან გაქცეულმა სწორედ მისგან მიიღო ხელშეუხებლობის გარანტი. თავდაპირველად, სააკაშვილი პოროშენკოს იმედებს ამართლებდა, ერთ წელიწადში კი დაავიწყდა ვალდებულებები პოროშენკოს წინაშე და გამოაცხადა, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად პოროშენკოს წინააღმდეგ იბრძოლებდა. მეტიც, მან საამისოდ შეურაცხმყოფელი პოლიტიკური პროპაგანდა აირჩია. პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი უკრაინულ არხზე სააკაშვილის საავტორო გადაცემა გახდა, სადაც პოროშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერა სახელწოდებით „შოკოლადის უკანალი" შეასრულეს. სიმღერის ეთერში გასვლის შემდეგ გადაცემა დაიხურა, სააკაშვილს კი მოქალაქეობა ჩამოერთვა", - განაცხადა ვლადიმერ ბოიკომ.

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი