logo_geo
დავით ნარმანია: სისტემური კორუფცია თბილისის მერიაში ნამდვილად არ არსებობს
- +

12 აგვისტო. 2017. 18:55


„სისტემური კორუფცია თბილისის მერიაში ნამდვილად არ არსებობს", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ხოლო ყველა ინდივიდუალური გადაცდომის შემთხვევა აღკვეთილ იქნა შესაბამისი ორგანოების მხრიდან. როცა სისტემაში 25 ათასი ადამიანი მუშაობს, იქ ყოველთვის არის შესაძლებლობა, ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რომ სისტემა უფრო ღია და გამჭვირვალე გამხდარიყო. გადაცდომები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა, ისინი თავიანთი გუნდის წევრებს არ იჭერდნენ, ან თუ იჭერდნენ, ეს ინფორმაცია სააშკარაოზე არ გამოდიოდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაქსიმალური დემოკრატიის პირობებში, სისტემა არის ღია და გამჭვირვალე.

 

ჩვენ კიდევ უფრო მეტიც გავაკეთეთ და თბილისის მერია შეუერთდა ღია მმართველობის ინიციატივას, ძალიან ბევრი გაკეთდა მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებითაც. გაკეთდა მომსახურების ცენტრი, სადაც ერთ სივრცეში ხდება ქონების, სამართლებრივი და სხვა სერვისების მიწოდება. პერიოდულად მერია ანგარიშს აბარებს საზოგადოებას, თბილისის მერი ყოველკვირეულად იღებს მოქალაქეებს,  გაზრდილია ანგარიშვალდებულება  მოქალაქეებისა და ბიზნეს-სექტორის მიმართ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სისტემის კიდევ უფრო მეტ ღიაობას და გამჭვირვალობას", - განაცხადა ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი